Politico: ევროკავშირს რუსული გაზის ფასზე ჭერის 1 მგვტ/სთ-ზე 50 ევრომდე შეზღუდვა სურს

ევროკავშირს სურს რუსულ გაზზე ფასის ჭერი განსაზღვროს და ერთ მეგავატ საათზე 50 ევრო დაადგინოს, რაც რეალურად არსებული ფასის მეხუთედია. ამის შესახებ გამოცემა Politico ევროპულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ფასის ჭერის დასადგენად მოხდება სპეციალური კანონების შემოღება, რომლებიც უკვე აამოქმედეს მიმდინარე წელს, ევროპისთვის რუსული გაზის მხოლოდ ერთი კომპანიის მხრიდან შესყიდვასთან დაკავშირებით.

დოკუმენტში მოყვანილია წინადადებებიც, რომელიც გათვლილია რეგიონში ენერგომატარებლებზე ფასის შემცირებისკენ და არსებული ენერგო კრიზისის დასაძლევად. ენერგეტიკის მინისტრები აღნიშნულ წინადადებას განიხილავენ პარასკევს სპეციალურად მოწვეულ შეხვედრაზე.

Politico-ს ცნობთ, აღნიშნულ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილების გამოცხადება მალე არ მოხდება. ევროპის ქვეყნები თანხმდებიან ენერგო კრიზისის დაძლევის აუცილებლობაზე, თუმცა კავშირის ცალკეული ქვეყნები სიფრთხილით უყურებენ რუსულ გაზზე ფასის ჭერის დადგენას. ბრიუსელის ინიციტივას სკეპტიკურად აფასებენ გერმანია და ესპანეთი.

როგორც ცნობილია, 2 სექტემბერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ინიციატივით, მოხდეს ფასის ჭერის განსაზღვრა რუსულ გაზზე, ერთი დღით ადრე კი თქვა, რომ ევროპამ უმოკლეს ვადებში უნდა თქვას უარი რუსულ ენერომატარებლებზე. პასუხად რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ფასის ჭერის დადგენის შემთხვევაში ევროპა რუსულ გაზს მარტივად ვერ მიიღებს.

კოკა კვირკველია