უმსხვილესი ამერიკული ნავთობკორპორაცია ნავთობის ფასის ვარდნის გამო იყიდება

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკული კორპორაციის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ”შავ ოქროზე” ფასის ვარდნის გამო.

ნავთობზე ფასის ვარდნის გამო, უმსხვილესი ამერიკული ნავთობკორპორაცია Whiting Petroleum იყიდება.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკული კორპორაციის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ”შავ ოქროზე” ფასის ვარდნის გამო.

გამოცემის ინფორმაცით, გასული წლის მეოთხე კვარტალში ამერიკული ნავთობკოპორაციის წლიური მოგება 3%-ით 696 მილიონ დოლარამდე შემცირდა, წაგებამ კი 353 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან ერთად, გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული Whiting Petroleum-ის აქციების ფასი 60%-ზე მეტით გაუფასურდა.