5 მიზეზი, რატომ უნდა ისწავლო სამაგისტრო საფეხურზე ვებსტერ საქართველოში

2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარი განსაკუთრებული სიახლით ხვდება. საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტის პირველი კამპუსი Webster University Georgia გაიხსნა და სტუდენტებს ოფიციალურად 2022-23 სასწავლო წლიდან იღებს. ვებსტერ საქართველოში სწავლა როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საფეხურზე იწყება.

პირველ სასწავლო წელს უნივერსიტეტი მაგისტრანტებს 2 სასწავლო პროგრამაზე იღებს, ესენია: საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება.

ამერიკული უნივერსიტეტის კამპუსის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - რეგიონისთვისაც. ახლა კი უფრო დეტალურად გაგაცნობთ მიზეზებს, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ ვებსტერ საქართველოში სამაგისტრო საფეხურზე სწავლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა:

ამერიკული დიპლომის ადგილობრივად მიღების შესაძლებლობა

ამერიკული განათლება და ამერიკული დიპლომი - ამ მიზნის მიღწევა უკვე მარტივად, საქართველოს დატოვების გარეშე გახდა შესაძლებელი. ამერიკული განათლება და დიპლომი საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე წარმატების მიღწევის გარანტიაა. ვებსტერი ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია. 1915 წელს დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი აშშ-ში, მისოურის შტატში მდებარეობს. ვებსტერის უნივერსიტეტს კამპუსები აქვს შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში, ჩინეთში, ტაილანდში, განასა და საბერძნეთში.

საერთაშორისო და ლოკალური აკრედიტაცია

ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC)-ის მიერ. აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.

ცოტა ხნის წინ კი ვებსტერ საქართველომ ადგილობრივი აკრედიტაციაც მიიღო. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მისი აკადემიური პროგრამების აკრედიტაცია აღიარა, რაც სტუდენტებს უკვე სახელმწიფო გრანტის მიღების საშუალებას აძლევს.

მისაღები ღირებულება

ვებსტერ საქართველოში სამაგისტრო პროგრამების წლიური საფასური 8 600 აშშ დოლარია. სწავლის წლიური ღირებულება იმაზე მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის ფილიალებში. როგორც ვებსტერ საქართველოში განმარტავენ, ამ საკითხზე ამერიკულ მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და საბოლოოდ შედეგი მიღწეულია.

გარდა დაბალი ფასისა, ვებსტერის უნივერსიტეტის აშშ-ს ოფისის გადაწყვეტილებით, პირველ წელს, საქართველოს ფილიალში ჩარიცხული სტუდენტები საჩუქრად მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას 1000 აშშ დოლარის ოდენობით.

უპირატესობები სხვა კამპუსებთან შედარებით

ვებსტერის სხვა კამპუსებში სწავლა ქართველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდის გარდა, სხვადასხვა გამოწვევასთან, მათ შორის, ქვეყნის დატოვებასთან, მგზავრობის და სხვა ქვეყანაში ცხოვრების ხარჯთან იყო დაკავშირებული. ახლა კი მათ შანსი ეძლევათ, რომ საქართველოშივე მიიღონ ამერიკული განათლება, თანაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნიკალური ფინანსური შეთავაზებით.

ზოგადად, ვებსტერ საქართველოში სხვა კამპუსების ანალოგიურ პროგრამებზე სწავლა რამდენჯერმე უფრო იაფია. ეს ამერიკულ განათლებას ქართველებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის.

გაცვლითი პროგრამები და სხვადასხვა კამპუსში სწავლის შესაძლებლობა

საქართველოს ფილიალში ჩარიცხულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ ვებსტერის უნივერსიტეტის მათთვის სასურველ კამპუსში, მსოფლიოს 50-მდე ადგილზე და ისარგებლონ ყველა იმ უპირატესობით, რასაც აღნიშნული უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სხვადასხვა კამპუსში სწავლის დროს სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ სწავლის იგივე ღირებულება, რომელსაც ისინი ვებსტერ საქართველოში სწავლის დროს იხდიან.

(R)