”ნისანი” ამერიკიდან და კანადიდან 600 ათასზე მეტ მანქანას გაიწვევს

იაპონური კორპორაცია ”ნისანი” აშშ-ისა და კანადის ბაზრებიდან 625 ათასამდე ავტომობილს გაიწვევს.

”ნისანის” მიერ გავრცელებული განცხადებით, გადაწყვეტილება ავტომობილებში აღმოჩენილ ხარვეზს უკავშირდება, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ავტომფლობელებს.

კორპორაციის ინფორმაციით, ხარვეზი 2013-2015 წლების Altima-ს ეხება, რომელსაც კაპოტის ჩამკეტის ხარვეზი აღმოაჩნდა, რის გამოც ის შეიძლება მოძრაობისას გაიხსნას.

კაპოტის გაუმართაობის გამო ”ნისანმა” მსოფლიოს მასშტაბით უკვე გამოიწვია 1,1 მილიონი მანქანა.