ელექტროენერგიის გადასახადების სუბსიდირებისთვის გაერთიანებული სამეფოს ბიუჯეტიდან დამატებით 115 მილიარდ დოლარს გამოყოფენ

ელექტროენერგიის გადასახადების სუბსიდირებისთვის გაერთიანებული სამეფოს ბიუჯეტიდან დამატებით 115 მილიარდ დოლარს გამოყოფენ. გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრამსა მიიღო და მისი მიზანია უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ელექტროენერგიის გაზრდილი ფასები დაბალანსდეს.

ტრასის თქმით, გადასახადების სუბსიდირებასთან ერთად, ასევე საჭიროა იმ პრობლემების მოგვარება, რაც ფასების ზრდას იწვევს.

წინასწარი პროგნოზის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში ელექტროენერგიის საფასური ოქტომბრიდან 80%-ით გაიზრდება.