USAID - გასული ათწლეულის განმავლობაში გაირკვა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა დაატყვევა სახელმწიფო

USAID-ის პარტნიორის მიერ შესაძლებლობების დახურული ფანჯრის ანალიზის კიდევ ერთი მაგალითია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მუშაობა. გასული ათწლეულის განმავლობაში გაირკვა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა დაატყვევა სახელმწიფო, მათმა კვლევამ შეისწავლა კორუმპირებული ჩინოვნიკების დაუსჯელობა, საქართველოს მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო ბიზნესები რუსეთში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში - „კლეპტოკრატიის აღმოფხვრის შესაძლებლობის ფანჯრების წართმევა“ არის აღნიშნული, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში კლეპტოკრატიის აღმოფხვრის მიზნით, მითითებებს მოიცავს.

მათივე განმარტებით, ეს სახელმძღვანელო არის რესურსი USAID-ის თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ „მძიმე კორუფციის ხაფანგში გაბმულ ქვეყნებში“, განსაკუთრებით მათთვის, ვისი გაბედული მოქალაქეები ხსნიან შესაძლებლობების ფანჯრებს რეფორმებისთვის.

„ის ასევე მიზნად ისახავს დღის წესრიგის დადგენას დონორთა ფართო საზოგადოებისთვის, პარტნიორებისთვის, მეცნიერებისა და სხვა ექსპერტებისთვის, რომლებიც ორიენტირებულები არიან კლეპტოკრატიისა და სტრატეგიული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

USAID-ის თანახმად, 2004 წლიდან 2012 წლამდე საქართველომ გაატარა საჯარო სექტორის შორსმიმავალი რეფორმა, რამაც გამოიწვია მექრთამეობის მკვეთრი შემცირება. 2004 წელს, საქართველოს „ვარდების რევოლუციიდან“ სულ რამდენიმე თვეში, ახალი მთავრობა უკვე ახორციელებდა აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციას, კანონმდებლობის მიღებას, კორუმპირებულ ყოფილ თანამდებობის პირების დაკავებას და მითვისებული ქონების კონფისკაციას - ფართო კამპანია, რამაც გამოიწვია მექრთამეობის 80 პროცენტით შემცირება 2005 წლისთვის.

„უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუცია“ და საქართველოს „ვარდების რევოლუცია“ დასრულდა, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქებმა დააფინანსეს პრორუსი კანდიდატები, რომლებიც გახდნენ პრეზიდენტები და ორი ქვეყანის ხელახალი კლეპტიფიკაცია მოახდინეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტი, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოზე“ დაყრდნობით წერს, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში გაირკვა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა დაატყვევა სახელმწიფო. „და როდესაც ფანჯრები იხურება, პოლიტიკურ ანალიზს შეუძლია გაარკვიოს, როგორ და რატომ იბრუნებენ რეფორმების საწინააღმდეგო ელემენტები ძალაუფლებას. შეფასებებმა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს აშშ-ის მთავრობის უფრო მკვეთრ ჩარევებს, რაც შეიძლება დაეხმაროს რეფორმების მიღწევების დაცვას და რეჟიმის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასეთი ინსტრუმენტები შეიძლება მოიცავდეს მზარდი კორუმპირებული მთავრობისთვის დახმარების გაყინვას, უფრო ძლიერ საჯარო დიპლომატიას და მაღალი დონის კორუმპირებულ თანამდებობის პირებზე სანქციების დაწესებას. USAID-ის პარტნიორის მიერ დახურული ფანჯრის ანალიზის კიდევ ერთი მაგალითია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მუშაობა. გასული ათწლეულის განმავლობაში გაირკვა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა დაატყვევა სახელმწიფო, მათმა კვლევამ შეისწავლა კორუმპირებული ჩინოვნიკების დაუსჯელობა, საქართველოს მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო ბიზნესები რუსეთში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.