სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი და ბულგარეთი გაზსადენის მშენებლობას იწყებენ

გაზსადენ Eastring-ის ექსპლუატაციაში გაშვება 2018 წლიდან იგეგმება.

სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი და ბულგარეთი უახლოეს მომავალში გააფორმებენ მემორანდუმს სლოვაკეთ-უკრაინის საზღვრიდან ბულგარეთ-თურქეთის საზღვრამდე გაზსადენ Eastring-ის მშენებლობის თაობაზე.

სლოვაკური Aktuality-ის ინფორმაციით, გაზსადენი სამი წყაროდან დაფინანსდება. პირველ რიგში - ეს იქნება მონაწილე-კომპანიების კონსორციუმი სლოვაკეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უნგრეთში. მეორე წყაროა ევროკავშირი, რადგან ეს პროექტი ევროკომისიის კონცეფციასთან შესაბამისობაშია. დაფინანსების სხვა წყაროებს შორის შესაძლოა იყვნენ კომერციული ბანკი, ან ევროპის საინვესტიციო ბანკი.

გაზსადენის სიმძლავრე წელიწადში 20-დან 40 მილიარდ კუბომეტრამდე მიაღწევს, ხოლო სიგრძე 744-დან 1015 კილომეტრამდე იქნება. პირველ ეტაპზე პროექტის ღირებულება 1,3 მილიარდ ევრომდე ფასდება.

გაზსადენ Eastring-ის ექსპლუატაციაში გაშვება 2018 წლიდან იგეგმება.