რომელია საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მე-2 კვარტალში 351.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1 %-ით მეტია.

2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა - პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 64.7 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 18.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები - 44.8 მლნ აშშ დოლარით (12.7 %), ხოლო მესამეზე იაპონია - 41.8 მლნ აშშ დოლარით (11.9 %).

ამასთან, 2022 წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 76.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.8 %-ია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი - 75.6 მლნ აშშ დოლარით (21.5%), ხოლო მესამეზე იმყოფება საფინანსო სექტორი 47.6 მლნ აშშ დოლარით (13.5 %).

„ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ 10 ტოპ კომპანიაში განხორციელდა ყველაზე მეტი ინვესტიცია მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში. გთავაზობთ, საწარმოების ჩამონათვალს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალი რიგითობის მიხედვით არაა დალაგებული:

ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი;

  • შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია;
  • შპს ტოიოტა კავკასია;
  • შპს თბილისი ენერჯი;
  • შპს ბათუმის ნავთობტერმინალი;
  • შპს აჭარისწყალი ჯორჯია;
  • სს ეპ ჯორჯია მიწოდება;
  • სს ეპ ჯორჯია გენერაცია;
  • სს ენერგო - პრო ჯორჯია;
  • სს ბიჯეო ჯგუფი.
თაია არდოტელი