Guardian: დედოფალ ელისაბედ II-ის გამოსახულებიანი ბანკნოტების სრულად შეცვლას 2 წელი დასჭრიდება

მიმოქცევაში არსებული დედოფალ, ელიზაბეთ II-ის გამოსახულებიანი ბანკნოტების გამოცვლას ახალი მეფის, ჩარლზ III-ის გამოსახულებიანი ბანკნოტებით, 2 წელი დასჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

გაზეთი გვახსენებს, რომ „ინგლისის ბანკს“ 16 თვე დასჭირდა მიმოქცევიდან ამოეღო ქაღალდის 50 ფუნტი სტერლინგიანი ბანკნოტი და ის პოლიმერის ბანკნოტით შეეცვალა. თანაც ახლა მიმოქცევაშია 4,5 მლრდ ბანკნოტი, რომელზეც გამასახულია დედოფალი და მათი ჯამური ღირებულება 80 მილიარდი გირვანქაა. იმისათვის, რომ ისინი ახალი მონარქის გამოსახულებიანი ალტერნატიული ბანკნოტებით შეიცვალოს, საჭირო გახდება მინიმუმ 2 წელი, - წერს გამოცემა.

როგორც ცნობილია, ბანკნოტების გამოცვლა შეეხება არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთს, არამედ ავსტრალიას, კანადასა და ახალ ზელანდიასაც. ასევე კუნძულოვან იამაიკას და ათობით სხვა ქვეყანას, რომლებშიც ამ დრომდე ფორმალურად მმართველად რჩება ბრიტანეთის მონარქი.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II, რომელიც ბრიტანეთს 70 წელი მართავდა, გუშინ საღამოს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახალი მონარქი კი გახდა მისი 73 წლის შვილი ჩარლზი. ელისაბედ II ფორმალურ მმართველად ითვლებოდა მსოფლიოს 15 ქვეყანაში.

კოკა კვირკველია