რუსეთის მოქალაქის მიერ საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესი რატომ არის რუსული? - შალვა პაპუაშვილი

"რუსეთის მოქალაქის მიერ საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესი რატომ არის რუსული? - ჩვენთან იწარმოება, შემოსავალსაც აქ იღებს და ხარჯიც აქ აქვს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

„ერთი უნდა ითქვას, რუსულ კომპანიებს და ბიზნესს რომ ამბობენ, საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესი არის ქართული ბიზნესი, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ტერმინოლოგია.

როცა ითქმებოდა ეს რიცხვები - 6 500 რეგისტრირებული ბიზნესი, აქედან 6 ათასი არის ინდმეწარმე, ფიზიკური პირი, ერთი ადამიანი და არა რაღაც კომპანია. ეს ინდმეწარმე რას აკეთებს? სავარაუდოდ, შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ტურისტული გიდია, პირობითად ან შეიძლება გახსნა რაღაც მცირე ბიზნესი, რატომ არის ეს რუსული ბიზნესი, როდესაც არის საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესი, იწარმოება საქართველოში, შემოსავალსაც აქ იღებს და ხარჯიც აქ აქვს?

ოკუპირებული ჩვენ თებერვალში ხომ არ გავხდით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენი ისტორია ხომ კარგად ვიცით. ოკუპირებული ტერიტორიები დიდი ხანია გვაქვს. რამე სხვაობა არის 2022 წლის სექტემბერსა და 2011 წლის სექტემბერს შორის? რა სხვაობაა საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის კუთხით? ოკუპაციის კუთხით, ხომ არაფერი სხვაობა არ არის?“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, რუს ტურისტებზე საუბარი ქსენოფობიური კამპანიის, აღელვების და არევის მცდელობის ნაწილია.

„ტურიზმს რაც შეეხება, 2019 წელს თუ შევადარებთ, უფრო რუსეთის უფრო ნაკლები მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე 2019-ში იყო. ეს არის იმ ხაზის ნაწილი - საქართველოს აღელვების და არევის, ეს იყო ტიპური კამპანია ქსენოფობიური. ჩვენ ვნახეთ შედეგი რაც ჰქონდა ამას მარტში, შუა დედაქალაქში, ჭავჭავაძის გამზირზე რუსი ეროვნების ადამიანს, რომელიც წლებია აქ ცხოვრობს, ქალს, ქვა ესროლეს იმის გამო, რომ რუსული გარეგნობის იყო თუ რუსულად ლაპარაკობდა. აი, ეს არის შედეგი ქსენოფობიის. სამწუხაროდ, ის ორგანიზაციები, რომლებიც სემინარებს ატარებენ „ფოვერ ფოინთით“ და საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, საქმე საქმეზე რომ მიდგა, მათი ქმედება რომ გახდა საჭირო, გაჩუმდნენ ან ამ ქსენოფობიური კამპანიის მხარეს დადგნენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.