საქართველოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რეექსპორტი რეკორდულად გაიზარდა - სად გადის  საწვავი

საქართველოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რეექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 7 თვეში ქვეყანამ 29,137 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გაატარა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 5,226 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ნავთობისა და ნავთობპროდუქტები წელს რეექსპორტით გავიდა:

  • აზერბაიჯანი - 15,455 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 6,006 მლნ აშშ დოლარი
  • რუმინეთი - 3,233 მლნ აშშ დოლარი
  • სომხეთი - 1,953 მლნ აშშ დოლარი
  • ლატვია - 942 ათასი აშშ დოლარი
  • საფრანგეთი - 649.9 ათასი აშშ დოლარი
  • ირანი - 446.5 ათასი აშშ დოლარი
  • თურქეთი - 183.6 ათასი აშშ დოლარი
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 104.8 ათასი აშშ დოლარი
  • ყაზახეთი - 84.4 ათასი აშშ დოლარი

ნინი ქეთელაური