ბოლო ორ კვირაში ბიტკოინის ფასმა 10%-ით მოიმატა და 21 000 დოლარს გადააჭარბა

აგვისტოს მეორე ნახევრის შემდეგ, ბიტკოინის ფასმა 10%-ით მოიმატა და ამჟამად 21 000 დოლარს აჭარბებს.

როგორც MarketWatch წერს, კრიპტოვალუტების ფასი გლობალურ აქციებთან ერთად მატულობს, თუმცა, ანალიტიკოს იუია ჰასეგავას ვარაუდით, ზედმეტი ოპტიმიზმი ჯერ ნაადრევია.

Fairlead Strategies-ის დამფუძნებლის, ქეთი სტოკტონის თქმით, ტექნიკური ანალიზის კუთხით, ბიტკოინის გრძელვადიანი მხარდაჭერის დონე არ შეცვლილა და ის კვლავ 19 500 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ეკა დარჩიაშვილი