რომელი ქვეყნის მოქალაქეები გააძევეს საქართველოდან მიმდინარე  წელს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის 2022 წლის მე-2 სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოდან 2022 წლის მე-2 კვარტალში უცხოეთის 53 მოქალაქე გააძევეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან გაძევებულების მიხედვით აზერბაიჯანი და ირანი ლიდერობს. უფრო კონკრეტულად, საქართველოდან 9-9 აზერბაიჯანისა და ირანის მოქალაქე გააძევეს.

სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, გასულ წელს 5 თურქეთის; 4 - ინდოეთის, ნიგერიის და ჩინეთის; 3 - მოლდოვის; 2-2 - ეგვიპტის, იორდანიის, პაკისტანის, რუსეთის ფედერაციის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის მოქალაქე გააძევეს; 1 კი - აშშ-ს, კუბის და სომხეთის.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, ყველაზე მეტი - 26 გაძევებული პირი 26-დან 40 წლამდე იყო; 13 პირი – 41-დან 65 წლამდე; 8 - 18 წლამდე, 5 პირი - 18-25 წლამდე, ხოლო 1 გაძევებული პირი 65 წელს ზევით იყო.

თაია არდოტელი