Tesla ლითიუმის წარმოებისთვის  ახალი ქარხნის მშენებლობას იწყებს

ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Tesla Inc. აპირებს ახალი ქარხნის მშენებლობას ლითიუმის წარმოებისთვის, რომელსაც იყენებენ ელექტრომობილებისთვის საჭირო ელემენტებში. ტელეკომპანია CNBC-ს ცნობით, ქარხნის მშენებლობისთვის განიხილება ტექსასის შტატი.

მედიის ცნობით, ქარხანა აშენდება ტექსასში მექსიკის ყურესთან ახლოს. თუ შტატის ხელისუფლება თანხმობას გასცემს, მისი მშენებლობა ძალიან მალე, ნოემბერში დაიწყება და ორ წელიწადში დასრულდება.

მანამდე Tesla-ს თავკაცმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია შეეცდება დამოუკიდებლად შეუდგეს ლითიუმის მასობრივ წარმოებას ნედლეულის გაძვირების გამო. როგორც ცნობილია, წელს ლითიუმის ფასი გაორმაგებულია. CNBC-ს ცნობით, ახალი ქარხნის გახსნა ამერიკის ტერიტორიაზე, Tesla-ს საშუალებას მისცემს მოახდინოს მიწოდების დივერსიფიცირება, ვინაიდან დღეისათვის მსოფლიოში ლითიუმის წარმოების ნახევარზე მეტი მოდის ჩინეთზე, ხოლო აშშ-ზე მხოლოდ 1%.

კოკა კვირკველია