ჯი-ემ-პი სინერჯი ჯგუფთან ერთად დამუშავებულ ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე გადადის

ფარმაცევტულმა საწარმომ ჯი-ემ-პიმ, სინერჯი ჯგუფთან ერთად, რამდენიმეკვირიანი მუშაობის შედეგად, ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა შეიმუშავა.

კომპანიის მენეჯმენტის შეფასებით, კარგი ორგანიზაციული სტრუქტურის მისაღებად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სტრუქტურის სწორი მიდგომით გაკეთებას. "სტრუქტურასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება ეტაპობრივად და გუნდურად მივიღეთ. ამისთვის კომპანიაში შევქმენით სამუშაო ჯგუფი და სინერჯის დახმარებით პირველ რიგში გადავხედეთ სტრატეგიულ პრიორიტეტებს, გავიაზრეთ როგორ უნდა მიმდინარეობდეს მთავარი ბიზნეს პროცესები, რათა მნიშვნელოვანი ფუნქცია არ გამოგვრჩენოდა და კომპანიის ლიდერული პოტენციალის გათვალისწინებით სტრუქტურის ახალი მოდელი შევიმუშავეთ" - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი, გიორგი ანთაძე.

სტრუქტურის ახალ მოდელში მთავარი აქცენტი გაკეთებულია წარმოების მოცულობის კიდევ უფრო გაზრდაზე, მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე და საწარმოო სიმძლავრეების მუდმივ განვითარებაზე.

R