ხინოწმინდის ეკლესიის აღდგენა დაიწყო

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხინოწმინდაში, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხინოწმინდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის ბოლოს დასრულდება, მისი აღდგენისთვის 750 000 ლარი დაიხარჯება.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ხინოწმინდის დღესასწაულზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ტაძრის კულტურულ ღირებულებას ხაზი გაუსვა და მისი აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სახალხო დღესასწაული - ხინოწმინდობა აღდგა. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, საპატიო ხინოწმინდელები დაჯილდოვდნენ. ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.