დამუქებულმინებიანი ავტომობილით მოძრაობაზე ჯარიმა 10-ჯერ იზრდება

დამუქებულმინებიანი ავტომობილით მოძრაობაზე ჯარიმა 10-ჯერ იზრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

ცვლილებით, დამუქებული მინების ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება - სანქციის სახედ 500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა შემოდის. მაშინ როცა აქამდე მოქმედი რედაქციით, ჯარიმა - 50 ლარს შეადგენდა.

ამასთან, იზრდება სანქცია აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, რომლისთვისაც სანქციის ოდენობა იქნება 1 000 ლარი. გარდა ამისა, აღნიშნული ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო განმეორება, რომელიც ითვალისწინებდა 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდას, აღარ იქნება გათვალისწინებული და აღნიშნულისთვისაც სანქცია 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმა იქნება.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს ბიუროს საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე წარედგინება.

თაია არდოტელი