1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8342 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8342 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8342 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8449 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0107 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8736 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8699 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0037ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.