დონალდ ტუსკი - ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის მზად არ არის

ევროპამ უნდა ისწავლოს უკრაინის მაგალითზე საფრთხეებთან გამკლავება.

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის მზად არ არის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა "ნიუ იორკ თაიმსთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარება სანქციების გარეშე შესაძლებელია.

დონალდ ტუსკის აზრით, ევროპამ უნდა ისწავლოს უკრაინის მაგალითზე საფრთხეებთან გამკლავება. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი ერთ-ერთია იმ კრიზისებს შორის, რაც ევროპის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს, ამიტომაც ევროპამ და აშშ-მა ერთად უნდა იმოქმედონ.

დონალდ ტუსკი დღეს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრას გეგმავს.