სომხეთმა, საზღვარზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რუსეთს, გაერო-ს და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას ოფიციალურად მიმართა

სომხეთის მთავრობამ რუსეთს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO) სომხეთის ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მანამდე სომხეთის მთავრობამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, მიემართათ რუსეთისთვის, რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივ ხელშეკრულების ამოქმედების მიზნით, ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის.