ევროკავშირში უმუშევრობა შემცირდა

Eurostat-ის მონაცემებით, იანვარში ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის მასშტაბით უმუშევრობის დონემ 9.8 პროცენტი შეადგინა

მაშინ, როდესაც ერთი თვით ადრე აღნიშნული მაჩვენებელი 9.9 პროცენტი იყო.

ამასთან ერთად, ევროპელი ექსპერტების პროგნოზით, 2015 წლის განმავლობაში ევროკავშირში უმუშევრობის დონე კიდევ დაიკლებს.

რაც შეეხება ევროზონას, უმუშევრობის კლების მხრივ მდგომარეობა აქაც გაუმჯობესდა და უმუშევრობის დონე იანვარში 11.2 პროცენტამდე შემცირდა, რაც 2014 წლის დეკემბერთან შედარებით 0,1 პროცენტით ნაკლებია.

Eurostat-ის 2015 წლის იანვრის მონაცემებით, უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გერმანიაში (4,7%) და ავსტრიაში (4,8%) დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი კი საბერძნეთსა (25.8%) და ესპანეთში (23.4%) იყო.