მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ავტომობილის შეძენას ვერ ახერხებს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახლის აშენებას და ავტომობილის ყიდვას ვერ ახერხებს

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტის ამჟამინდელმა მრჩეველმა გადაცემა "შუსტერ-ლაივში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, სახლს ბიუროკრატიული გაჯანჯლების გამო ვერ აშენებს, ხოლო ავტომობილები ძალიან ძვირი ღირს.

"ჰიუნდაის" მარკის მანქანა აქ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე "ლექსუსი" და "მერსედესი" ნიუ-იორკში, ხოლო იგივე თანხად შეგიძლია საქართველოში "მაზერატი" იყიდო. ნათელია, რომ ვინც ეს კანონი მიიღო, ქვეყანაში კონტრაბანდულად შემოჰყავდა მანქანები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მან თავიდან უკრაინაში მცირე ზომის მიწის ყიდვა და სახლის აშენება გადაწყვიტა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს საკითხი სხვადასხვა ინსტიტუტთან უნდა შეეთანხმებინა. მისივე თქმით, მან რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ მოაგვარა ეს პრობლემა, რის გამოც გადაწყვიტა, დაევიწყებინა თავისი გეგმები.