ზურაბ აზარაშვილი UNFPA-ს დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ფლორენს ბაუერს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და პირველი მოადგილე თამარ გაბუნია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ფლორენს ბაუერს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო საჭიროებებზე იმსჯელეს.

ხაზი გაესვა დაბერების პოლიტიკის თემაზე მუშაობის აუცილებლობას, ასევე ყურადღება გამახვილდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე.

„შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გაიმართა.

ჯანდაცვის მინისტრი თელავივში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 72-ე სესიაში იღებს მონაწილეობას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.