ოთარ შამუგია „USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის“ ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საერთაშორისო ორგანიზაციის „სოფლის მეურნეობაში ახალი საზღვრების დადგენა“ (CNFA) ახალი პროგრამის „USAID -ის ძლიერი სოფლის პროგრამა“ ხელმძღვანელს დინა კარიჩს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის შესახებ და ყურადღება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ახალი პროგრამის განხორციელების ეფექტიანობაზე გაამახვილა.

უწყების ცნობით, მინისტრმა დინა კარიჩს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები გააცნო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„როგორც შეხვედრაზე ახალი პროგრამის ხელმძღვანელმა განაცხადა, CNFA მოხარულია საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობით, შესაბამისად ახალი პროექტის ფარგლებში აგრძელებს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

მნიშვნელოვანია, რომ „USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა“ მიზნად ისახავს შერჩეულ მუნიციპალიტეტებში სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაზრდას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.