აფთიაქებს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დარღვევისთვის დააჯარიმებენ

დარღვევა 500 ლარის ოდენობით ჯარიმას გამოიწვევს, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, 1000 ლარით დასჯადი იქნება.

აფთიაქებს სანიტარიულ-ჰიგიენურ-ტექნიკური პირობების დარღვევისთვის დააჯარიმებენ. ახალი ადმინისტრაციული სახდელის ზომა "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით შემოდის, რომელიც დღეს პარლამენტს მთავრობის ინიციატივით წარედგინა.

პროექტის მიხედვით, აფთიაქისა და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის მიერ სანიტარიულ-ჰიგიენურ-ტექნიკური პირობების დარღვევა 500 ლარის ოდენობით ჯარიმას გამოიწვევს, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, 1000 ლარით დასჯადი იქნება.

აფთიაქებს სანიტარიულ-ჰიგიენურ-ტექნიკურ პირობებს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სპეციალური რეგლამენტი უდგენს, თუმცა კანონი მისი აღსრულების მექანიზმებს არ ითვალისწინებდა.