პარლამენტში ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მოუსმენენ

მოსმენა დაგეგმილია კვირის ბოლოს, სადაც განხილვის თემა იქნება ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობა.

მიმდინარე კვირის ბოლოს პარლამენტში ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მოუსმენენ. მოსმენა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებშია დაგეგმილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ამ თემაზე საუბრი შედგა ერთი მხრივ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან, ასევე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძესთან. დეპუტატები ელოდებიან ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის დასრულებას. შესაბამისად მოსმენა დაგეგმილია კვირის ბოლოს, სადაც განხილვის თემა იქნება ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობა.

კომიტეტის სხდომის გამართვის ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში დაზუსტდება.