2022 წელს ეროვნულმა ბანკმა 3.1 მლნ  ლარის 110 ჯარიმა გამოწერა - ვინ და რისთვის დააჯარიმა რეგულატორმა

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა 2,719,777 მლნ ლარით 9 კომერციული ბანკი დააჯარიმა. დარღვევების სრულმა რაოდენობამ კი 8 თვეში 23 შეადგინა - ამის შესახებ ეროვნულ ბანკში ,,ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს.

უწყების ცნობით, 199,500 ლარით დაჯარიმდა 15 მიკრო საფინანსო ორგანიზაცია. ჯარიმების რაოდენობამ კი 18 შეადგინა.

რაც შეეხება სესხის გამცემ სუბიექტებს, სებმა 67 სუბიექტი დაჯარიმა. ჯარიმების რაოდენობა აქ 69-ა. საჯარიმო სანქციის მოცულობამ კი, სულ 200,000 ათასი ლარი შეადგინა.

,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა დარღვევებისთვის დაჯარიმდნენ კომერციული ბანკები და სესხის გამცემი სუბიექტები, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ მეტი კონკრეტიკის შესაძლებლობას სებ-ი მოკლებულია.

ჯარიმების საფუძველს წარმოადგენდა მოქმედი რეგულაციებით, წესებით, დებულებებით და წერილობითი მითითებებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა/დარღვევა.

,,აქვე გაცნობებთ, რომ მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ უფრო ვრცელი ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ სანქციების და საზედამხედველო ზომების გამოყენების შესახებ, რადგან აღნიშნული წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას" - განუცხადეს ეროვნულ ბანკში ,,ბიზნესპრესნიუსს".

თამარ მუკბანიანი