ზელენსკიმ უკრაინის ოფიციალური მარკეტპლეისი ჩაუშვა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ოფიციალური მარკეტპლეისის გახსნა დააანონსა. ამის შესახებ პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.

ზელენსკის ცნობით, მარკეტპლეისზე მსოფლიოს სამამულო მწარმოებლებს წარუდგენენ.

„ჩვენ ჩავუშვით ოფიციალური უკრაინული მარკეტპლეისი, MadeWithBravery, რომ მსოფლიოს ჩვენი ძლიერი და კრეატიული მწარმოებლები გავაცნოთ“, - წერს ზელენსკი.

პრეზიდენტის ცნობით, საქონლის ღირებულების 5% პლატფორმა United24-ზე გადაირიცხება, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ ქვეყნის მხარდასაჭერად მაისში აამოქმედა.

„ამიტომ თითოეული შესყიდვა არის თითო აგური უკრაინის აღსადგენდ“, - წერს პრეზიდენტი.

მარკეტპლეისი არის ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც მესამე მხარის პროდუქტის ან მომსახურების შესახებ ინფორმაციას იძლევა. ეს არის პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების ოპტიმიზირებული ონლაინ პლატფორმა. მასზე სხვადასხვა მწარმოებელსა და გამყიდველს თავისი პროდუქციის შეთავაზება შეუძლია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ