მთავრობამ პარლამენტს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარუდგინა

მთავრობამ პარლამენტს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარუდგინა.

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილებების განხილვის გრაფიკი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ბიუჯეტის პროექტს ყველა საპარლამენტო კომიტეტი და ფრაქცია განიხილავს.

საკომიტეტო განხილვების პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯომარის ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, კომიტეტი შემაჯამებელ სხდომას 28 სექტემბერს გამართავს, ხოლო ცვლილებები დასამტკიცებლად 3 ოქტომბრის სასესიო კვირას გავა.