ევროკავშირი უკრაინაში სკოლების აღდგენაზე ასი მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს

ევროკავშირი უკრაინაში სკოლების აღდგენაზე ასი მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უკრაინის პირველ ლედისთან ერთად ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინაში დანგრეული სკოლების აღდგენის მხარდასაჭერად. ამ საჭიროებებისთვის ას მილიონ ევროს გამოვყოფთ. უკრაინის მომავალი სკოლებიდან იწყება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.