სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა
კომერციული ბანკი

„ლიბერთი ბანკი“ საქართველოს ბაზარზე 1993 წლიდან ოპერირებს.

2017 წელს „ლიბერთი ბანკში“ აქციათა საკონტროლი პაკეტის მფლობელი შეიცვალა. ამ დროისთვის აქციათა 74.38%-იან წილს ნიდერლანდების სამეფოში დაარსებული კომპანია „European Financial Group B.V.“ ფლობს. 18.43%-ს - ლიბერთი ბანკი (გამოსყიდული აქციები), Heritage Securities-ი ფლობს 1.62%-ს, 5.57%-ს სხვა აქციონერები.

2017 წლიდან ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის ირაკლი რუხაძე.

ბანკი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ფართო ფილიალების ქსელის მფლობელს საქართველოში. ფლობს 149 ფილიალსა და სერვის ცენტრს; 171 სპეციალიზირებული სერვის ცენტრს; 108 მობილური ფილიალსა და 16 ექსპრესს ფილიალს. „ლიბერთი ბანკი“ ყოველთვიურად ემსახურება 1.5 მილიონ კლიენტზე მეტს.

ბანკში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 4 391 თანამშრომელი იყო.

ლიბერთი ბანკი