თბილისში პირველი „სითი მოლი“ 2011 წელს, ქავთარაძის N1-ში გაიხსნა.
„სითი მოლის“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ, 2016 წლიდან, ვეკუას N1-ში, ოპერირება დაიწყო ახალმა, მულტიფუნქციურმა სავაჭრო ცენტრმა „სითი მოლი გლდანი“. სივრცე აღჭურვილია ღია და დახურული, 850 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომით. ფუნქციონირებს ჰიპერმარკეტი, კვების ობიექტები, ტანსაცმლის, სამშენებლო მარკეტი (DIY), საყოფაცხოვრებო ტექნიკის, საოჯახო ტიპის ბრენდული ობიექტები, გასართობი სივრცე. აღსანიშნავია ცენტრის გამორჩეული ლოკაცია – სამი უბნის: გლდანის, თემქისა და მუხიანის დამაკავშირებელ გზაზე.
2019 წლის შემოდგომაზე, ქავთარაძის N1–ში მდებარე „სითი მოლის“ სავაჭრო ცენტრი გაფართოვდა და „სითი მოლი საბურთალოს“ სახელით, 120 000 კვ/მ-ზე ოპერირება დაიწყო ახალმა, მრავალფუნქციურმა სავაჭრო კომპლექსმა.
ენერგოეფექტური, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური დიზაინის მქონე „სითი მოლი საბურთალო“ აღჭურვილია მიწისქვეშა ორ-დონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომით. სავაჭრო ცენტრი, ერთ სივრცეში, აერთიანებს უახლესი კონცეფციის მქონე ცნობილი, საერთაშორისო და ქართული ბრენდების მაღაზიებს. აქვე განთავსებულია პრემიუმ სივრცე – პრემიუმ ბრენდების მაღაზიებით და 3 500 კვ/მ სივრცის მქონე უნიკალური კონცეფციის ბავშვთა გასართობი ცენტრი „მეჯიქ სითი“.
სავაჭრო ცენტრთან ფუნქციონირებს „A კლასის“ ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერი“.