ბრენდი „ბეკო“ არის კორპორაცია „Koc Holding”-ის შემადგენელი ნაწილი. ბეკოს პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე იყიდება 1990 წლიდან. კომპანია აწარმოებს, როგორც მსხვილი, ასევე წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრულ სპექტრს და შედის ევროპის საყოფაცხოვრებო ტექნიკის უმსხვილეს მწარმოებელთა ხუთეულში.
საქართველოში კი „ბეკომ“ (იურიდიული სახელწოდება „ტექნოჰაუსი) ოპერირება მოგვიანებით, 2009 წლის აპრილში დაიწყო. კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელია (100% წილის მფლობელი) იუსუფ ბაშარი. კომპანიის დირექტორია მეჰმედ მელექი.
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც საცალო, ასევე სადილერო საყოფაცხოვრებო ტექნიკის და კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვა, აგრეთვე პროდუქცია ექსპორტზე გააქვს ყირგიზეთსა და სომხეთის რესპუბლიკაში.
კომპანია არის მსოფლიო ბრენდების ბეკოს, ბლომბერგის, გრუნდიკის, ალტუსის, მილენის, სანის, ვოქსის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.
2020 წლის განმავლობაში კომპანიაში დასაქმებული იყო საშუალოდ 129 თანამშრომელი.