უწყებებში შტატგარეშეთა ხელფასებმა 528,9 მლნ ლარი შეადგინა - სად გაიცა ყველაზე მეტი

გასულ წელს, სახელმწიფო უწყებებში შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურებაზე 528,9 მლნ ლარი გაიცა, რაც 76.9 მლნ ლარით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. აუდიტის სამსახურის, ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, 2022 წელს შტატგარეშეთა ხელფასებმა 452 მლნ ლარი შეადგინა.

ამავე მონაცემების მიხედვით, ამ მხრივ, უწყებებს შორის ყველაზე მეტი თანხა ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა, რომელზეც შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურებაზე მთლიანად გაცემული თანხის 34,6% მოდის.

უფრო დეტალურად, 2023 წელს შტატგარეშეთა ხელფასებზე გაცემული თანხის მოცულობა, სახელმწიფო უწყებების მიხედვით, ასეთია:

  • პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 12,2 მლნ ლარი
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 909 236 ლარი
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 4,9 მლნ ლარი
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 326 713 ლარი
  • ფინანსთა სამინისტრო - 5,9 მლნ ლარი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 9 მლნ ლარი
  • რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 2,7 მლნ ლარი
  • იუსტიციის სამინისტრო - 29,1 მლნ ლარი
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 183 მლნ ლარი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 3,9 მლნ ლარი
  • თავდაცვის სამინისტრო - 41 მლნ ლარი
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 25,6 მლნ ლარი
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 33,1 მლნ ლარი
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 102,9 მლნ ლარი
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 17,1 მლნ ლარი
ნინი ქეთელაური