რომელია მარწყვის 2023 წლის მთავარი იმპორტ-ექსპორტიორი ქვეყნები - Comtrade-ის რეიტინგი

მარწყვის მთავარი იმპორტიორი 2023 წელს აშშ იყო, რომელმაც საზღვარგარეთ 267 ათასი ტონა კენკრა შეიძინა და რაც მსოფლიო იმპორტის 30%-ს შეადგენს. მონაცემებს გაეროს პლატფორმა, Comtrade ავრცელებს.

მთლიანობაში, 2023 წელს მარწყვით გლობალურმა ვაჭრობამ, მინიმუმ, 900 ათასი ტონა შეადგინა.

მეორე ადგილზე გერმანიაა, რომელმაც ქვეყანაში 114 ათასი ტონა მარწვი შეიტანა და რაც მსოფლიო იმპორტის 13%-ია, ხოლო მესამეზე 108 ათასი ტონა მარწვის იმორტით კანადაა, რომლის წილიც მსოფლიო იმპორტში 12%-ია.

მარწყვის გლობალური იმპორტიორების 2023 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:

  • აშშ - 267 ათასი ტონა
  • გერმანია - 114 ათასი ტონა
  • კანადა - 108 ათასი ტონა
  • დიდი ბრიტანეთი - 56 ათასი ტონა
  • საფრანგეთი - 54 ათასი ტონა
  • რუსეთი - 51 ათასი ტონა
  • ნიდერლანდები - 33 ათასი ტონა
  • პოლონეთი - 28 ათასი ტონა
  • ბელგია - 27 ათასი ტონა
  • მექსიკა - 26 ათასი ტონა

რაც შეეხება ექსპორტიორ ქვეყნებს, ტრადიციულად, მარწყვის უმსხვილესი ექსპორტიორი ესპანეთი იყო, რომელმაც სხვა ქვეყნებს ამ კენკრის, დაახლოებით, 27% მიაწოდა. ამასთან, აბსოლუტური მაჩვენებლებით, მსოფლიო ბაზრებზე ესპანეთის მიწოდება 14%-ით, 247 ათას ტონამდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ მე-10 იმპორტიორი ქვეყანა, მექსიკა ამავე დროს მარწყვის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა, იმის მიუხედავად, რომ მისი ექსპორტი 8%-ით, 185 ათას ტონამდე შემცირდა. ასევე, პირველი იმპორტიორი ქვეყანა, აშშ მარწყვის ექსპორტიორთა პირველ სამეულს ხურავს, რომელმაც ექსპორტი 3%-ით, 152 ათას ტონამდე გაზარდა.

ხუთეულში, ასევე, შედის საბერძნეთი 75 ათასი ტონითა და ნიდერლანდები 62 ათასი ტონა ექსპორტით.

თურქეთმა საერთაშორისო ბაზარზე მხოლოდ 38 ათასი ტონა მარწყვი გაყიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ