მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეები - Forbes

66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი, Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება. მისი ქონება 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002 წელს მემკვიდრეობით მიიღეს.

სიის მეორე ადგილზეა 70 წლის ფრანგი ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერი, რომლის კაპიტალი 99,5 მლრდ დოლარია, ის კომპანია L'Oréal-ის 33%-ის მფლობელია.

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების სამეული ჯიმ უოლტონმა დახურა. 75 წლის ამერიკელი ფლობს Walmart-ის 12%-იან წილს და მართავს საოჯახო ბანკ Arvest-ს. მისი ქონება 78,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული,

ხუთეულში შედიან უოლტონის ნათესავები - ძმა რობი (77,4 მლრდ დოლარი) და და ალისა (72,3 მლრდ დოლარი).

უმდიდრესი მემკვიდრეების ათეულში ასევე მოხვდა Thomson Corporation-ის ხელმძღვანელი დევიდ ტომსონი (66 მლრდ) Koch Industries-ის აქციების 42%-ის მფლობელი ჯულია კოხი (64.3 მლრდ), Ferrero Group-ის 75% წილების მემკვიდრე ჯოვანი ფერერო (43.8 მლრდ) მფლობელი. Red Bull-ის 49%-ის მფლობელი მარკ მატეშიცი (39,6 მლრდ) და Mars-ის მემკვიდრე ჟაკლინ მარსი (38,5 მლრდ).

ეკა დარჩიაშვილი