"მინდა, ნათლად ვთქვა: კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან და ტრაექტორიასთან თანხვედრაში არ არის"

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან თანხვედრაში არარის და საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია და საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასულ დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

მინდა ნათელად ვთქვა: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან და გაწევრიანების ტრაექტორიასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირთან კი არ დაახლოებს, არამედ დააშორებს”, - წერს მიშელი.