მერიამ სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებისთვის 1.5 მლნ ლარი გამოყო

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში 196 ბენეფიციარს დაუფინანსდა სახსრების ენდოპროთეზირება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პროგრამა გაგრძელდება და აღნიშნულისთვის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 1.5 მლნ ლარი.

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური მიმართულება პრიორიტეტია და ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება იმისთვის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს და ეს ყველაფერი მომავალშიც გაგრძელდება. მე გავაკეთე განცხადება, რომ ვიწყებდით დაფინანსებას სახსრების ენდოპროთეზირების შესახებ. პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს დღემდე 196 ბენეფიციარი იქნა დაფინანსებული და მზად ვართ ხელი შევუწყოთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამის საჭიროება აქვს. 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს პროგრამის დაფინანსება 1.5 ლარია გამოყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერი ტაბატაძე