კახა კალაძე - ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 700 000 ლარით დაფინანსდა.

„როგორც იცით, გზის სავალი ნაწილის დაზიანება მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია.

ამჟამად პრობლემა მოგვარებულია. აღნიშნულ მისამართზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარი, უსაფრთხოების კუნძულები, გარე განათების ქსელი, ასევე დაიხაზა გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდა LED სანათები.

ამასთანავე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა და ხე-მცენარეები დაირგო.

სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 700 000 ლარით დაფინანსდა“, - აღნიშნა კალაძემ.