"ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად შემოიტანოს ოფშორებში გადამალული თავისი ქონება - ელოდება სანქციებს“

"ამ წუთას, მოულოდნელად, "ქართულმა ოცნებამ" შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები",- ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის წევრი, „ევროოპტიმისტების“ დამფუძნებელი რომან გოცირიძე ავრცელებს.

დეპუტატის "ფესიბუკ" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ამ წუთას, მოულოდნელად, ქართულმა ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდებს ოფშორული აქტივების 100 პროცენტს.

ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობლებლად.

ელოდა სანქციებს!

გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ ქცევას.

ვერ დაეპატრონება ქვეყანას. არ იცნობს ქართველ ხალხს",- წერს გოცირიძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე კი წერს - " გუშინ ქართუზე ვკითხე მდინარაძეს და დღეს კანონი გამოჭიმეს. ივანიშვილი სანქციებისთვის ემზადება და ცვლილებები დაარეგისტრირეს".

ნინი ქეთელაური