უცხოური ინტერესების რეალური „აგენტები“ მმართველ პარტიაში სხედან - ევროპარლამენტარი

როდესაც საქართველოში დემონსტრაციებს უყურებ, სულ უფრო და უფრო გექმნება შთაბეჭდილება, რომ უცხოური ინტერესების რეალური „აგენტები“ მმართველ პარტიაში სხედან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„როდესაც უყურებ საქართველოში დემონსტრაციებს „უცხოური აგენტების“ კანონის წინააღმდეგ, რომელიც აკოპირებს ფართოდ რეპრესიულ რუსულ კანონმდებლობას, სულ უფრო და უფრო გექმნება შთაბეჭდილება, რომ უცხოური ინტერესების რეალური „აგენტები” მმართველ პარტიაში სხედან, და არა სამიზნეში ამოღებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში,” - წერს გალერი.