საქართველომ 3.58 მლნ დოლარის იახტა იყიდა - 5 ქვეყანა, საიდანაც მცურავი სატრანსპორტო საშუალებები შემოდის

გასულ წელს საქართველომ 3 584 420 აშშ დოლარის ღირებულების იახტა (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

ამავე მონაცემებით, წლიურ ჭრილში ეს შემცირებული მაჩვენებელია. კერძოდ, 2022 წელს საქართველოში 4 125 280 აშშ დოლარის ღირებულების მოცურავე სატრანსპორტო საშუალების იმპორტი განხორციელდა.

გთავაზობთ TOP-5 ქვეყანას, სადაც 2023 წელს საქართველომ ყველაზე მეტი იახტა იყიდა:

  • აშშ - 915 450 აშშ დოლარი;
  • მექსიკა - 858 230 აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 393 600 აშშ დოლარი;
  • იტალია - 261 060 აშშ დოლარი;
  • ბელგია - 221 100 აშშ დოლარი.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, საქართველომ იანვარ-მარტში 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების მოცურავე საშუალება შემოვიდა.

გთავაზობთ TOP-5 ქვეყანას, სადაც 2024 წლის 1-ელ 3 თვეში საქართველომ ყველაზე მეტი მოცურავე საშუალება იყიდა:

  • ბელგია - 327 320 აშშ დოლარი;
  • აშშ - 158 910 აშშ დოლარი;
  • უკრაინა - 63 530 აშშ დოლარი;
  • პროტუგალია - 46 470 აშშ დოლარი;
  • კანადა - 21 620 აშშ დოლარი.