სამ თვეში ბიუჯეტმა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გრანტის სახით 81.146 მლნ ლარი მიიღო

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გრანტის სახით 81 146 079 ლარის შემოსავალი მიიღო – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) ანგარიშში. ამასთან, ამავე პერიოდში, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტების მოცულობამ წელს 1 045 998 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს, ხაზინის მონაცემებით, შარშან სამ თვეში ბიუჯეტმა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 88 013 871 ლარის გრანტი მიიღო, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან კი 1,109,594 ლარი.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, შარშან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტის მოცულობამ 186 542 946 ლარი შეადგინა, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან კი 13 973 649 ლარი.