შატო „თეთრი ბაირაღები“ 6,8 მლნ ლარად იყიდება (+ფოტო)

თელავში, სოფელ კისისხევში, შატო „თეთრი ბაირაღები“ 6,8 მლნ ლარად (2,5 მლნ დოლარად) იყიდება.

გასაყიდი ქონება მოიცავს სასტუმროს ორ შენობას, რესტორანს, სამზარეულოს, მარანს, საუნას, არყის გამოსახდელ შენობას, ბუხარს, თონეს, ფანჩატურსა და აუზს. სასტუმრო გათვლილია 35 პერსონაზე, ხოლო რესტორანი განკუთვნილია 100 მომხმარებელზე.

„მეგს ბიზნეს ჯგუფის“ ვებგვერდზე გასაყიდად გამოტანილი შენობის საერთო ფართობი 1000 კვ.მ-ს შეადგენს, არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი 4000 კვ.მ-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილზე მდებარეობს საჩვენებელი ვენახი, სადაც დარგულია 6-წლიანი ვაზი, კერძოდ, ქისი, რქაწითელი, ხიხვი, საფერავი და სხვა.

ცნობისთვის, შატო „თეთრი ბაირაღები“ სამეწარმეო რეესტრში 2019 წელს დარეგისტრირდა. ბოლო მონაცემების თანახმად, მისი დირექტორი გიორგი ლაფაურია. „თეთრი ბაირაღების“ წილის 50%-ს სწორედ ლაფაური ფლობს, 15%-ს დიანა კამკია, ხოლო დარჩენილ 35%-ს მიხეილ ლაფაური.

4654-1713859362.jpg

33-1713859377.jpg

34-1713859392.jpg

მერი ტაბატაძე