Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.6950 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6950 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.6820 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 23 აპრილის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6802 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8555 ლარია.