„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებლით 582 ოჯახი დაკმაყოფილდება - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მომდევნო თვიდან „ოცნების ქალაქში” ახალაშენებული ბინების გადაცემა დაიწყება.

მისი თქმით, „ოცნების ქალაქში” 582 ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება.

„დასკვნით ეტაპზეა და მომდევნო თვიდან უკვე დაიწყება ფიზიკურად გადაცემა „ოცნების ქალაქში” აშენებული ახალი ბინების, 582 ოჯახი დაკმაყოფილდება. ძალიან მახარებს, რომ ეს პატარები, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებოდნენ ამ პროექტის განხორციელებას უკვე მართლა აიხდენენ მათ ოცნებებს”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აღსანიშნავია, რომ ე.წ ოცნების ქალაქში მოქალაქეები 2012 წლიდან მუყაოს სახლებში თვითნებურად დასახლდნენ. ისინი პერიოდულად საპროტესტო აქციას მართავდნენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. აცხადებდნენ, რომ ეკომიგრანტისა და სხვადასხვა სოციალური სტატუსი აქვთ.