ხილი, ხორცი, ღვინო - საქართველოდან ექსპორტირებული კიდევ რომელი პროდუქტები დააბრუნეს ქვეყანაში

2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებული არაერთი პროდუქცია დაბრუნდა ქვეყანაში. შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საქართველოში საკვები პროდუქტებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით დაბრუნდა საკვებად ვარგისი ხილი და კაკალი. კერძოდ, საიმპორტო პროცედურები ჯამში ვერ გაიარა 402 565 კგ ხილმა და კაკალმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე ადგილს ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, ძმარი იკავებს. მონაცემების თანახმად, საქართველოში სულ 363 618 კგ აღნიშნული პროდუქცია დააბრუნეს.

საიმპორტო პროცედურები ვერ გაიარა საქართველოდან ექსპორტზე გატანილმა 44 000 კგ-მა ყავამ, ჩაიმ და სანელებლებმა. რეიტინგში მას მოსდევს ფქვილ-ბურღულეული, ალაო, სახამებელი, ინულინი, ხორბლის წებოვანა 40 420 კგ-ით, ხორცი და ხორცისგან წარმოებული პროდუქტები 19 498 კგ-ით და ზეთოვანი მცენარეების თესლები და ნაყოფები, სამკურნალო მცენარეები 11 930 კგ-ით.

სხვა საკვები პროდუქტები, რომლებიც გასულ წელს ქვეყანაში დააბრუნეს, ასე გამოიყურება:

  • ბოსტნეულის, ხილის, კაკლის, მცენარეთა ნაწილების გადამუშავებით მიღებული პროდუქტები - 4 120 კგ
  • ფქვილის, სახამებლის, რძის მზა პროდუქტები და ფქვილის საკონდიტრო ნაწარმი - 3 960 კგ
  • მინერალური საწვავი, ნავთობი და მათი პროდუქტები, მინერალური ცვილები - 392 კგ
  • ცოცხალი ხეები, ბოლქვები, ფესვები, მოჭრილი ყვავილები და დეკორაციული ბალახი - 360 კგ
  • რძის პროდუქცია, ფრინველის კვერცხი, ნატურალური თაფლი, ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები - 20 კგ
  • კვების სხვადასხვა პროდუქტები 4.8 კგ

მერი ტაბატაძე