საქართველოში 30 ერთეული Rolls Royce მოძრაობს - რა ღირს და რომელია ყველაზე პოპულარული მოდელი

საქართველოში 8 ერთეული Aston martin, 22 ერთეული Lamborghini, 31 ერთეული Ferrari, 24 ერთეული Bentley და 30 ერთეული Rolls Royce მოძრაობს. ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების ჩამონათვალი, რომელიც 2023 წლის სტატისტიკის მიხედვით, ქართულ გზებზე დადის.

„ბიზნესპრესნიუსი“ ამ ეტაპზე გთავაზობთ, Rolls Royce-ს რა მოდელებია ქვეყანაში ყველაზე პოპულარული და რა ფასადაა მათი შეძენა შესაძლებელი.

Rolls Royce-დან საქართველოში ყველაზე პოპულარულია მოდელი Ghost. ამ მოდელის, ახალი გამოშვებულის ფასი 354 ათასი დოლარიდან იწყება და 417 ათას დოლარამდე ადის, მეორადის, ანუ უფრო ძველი მანქანის ღირებულება კი 150-200 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. საქართველოში 7 ერთეული Ghost-ი დადის.

rolls-royce-ghost-900x540-1714132260.jpg

4-4 ერთეულით მეორე ადგილს ინაწილებენ Wraith და Cullian-ის მოდელები. ძველი გამოშვებული Wraith-ის შეძენა 150 ათას დოლარადაა შესაძლებელი, Cullian-ის ფასი კი 260 ათასი დოლარიდან იწყება და 350 ათასამდე ადის. რაც შეეხება ახალ გამოშვებებს, 2024 წლის Cullian-ი 420 ათას დოლარამდე ღირს, Wraith-ი კი 350 ათას დოლარამდე.

front-left-side-47-1714132716.webp

მოდელები Phantom, Silver Shadow და Silver Shadow II საქართველოში 3-3 ერთეული მოძრაობს. 2024 წელს გამოშვებული Phantom-ის ღირებულება 507 ათასი დოლარიდან იწყება და 663 ათას დოლარამდე ადის, მეორადის შეძენა კი 250-300 ათას დოლარადაა შესაძლებელი.

ყველაზე იაფად კი შესაძლებელია Silver Shadow-ის და Silver Shadow II-ის მოდელების შეძენა. მათი ღირებულება 30 ათას დოლარამდეა.

დანარჩენი მოდელები კი, როგორიცაა Silver spirit, Cullinan blakc badge და ა.შ მხოლოდ ერთი ერთეული მოძრაობს.