ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები ევრო 2024-ზე - რამდენს იღებს სანიოლი

მიმდინარე წლის 26 მარტს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთი ანგარიშით 4:2 დაამარცხა. მოგება ისტორიულია, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასვლით, საქართველოს მიეცა შანსი, ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზოს.

Finance Football-მა ჩატარა კვლევა და იმ ეროვნული გუნდების მთავარი მწვრთნელების წლიურ ხელფასი დაასახელა, რომლებიც UEFA EURO 2024-ზე ითამაშებენ.

სპორტული პორტალის ცნობით, ყველაზე მაღალანაზღაურებადია ინგლისის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, გარეტ საუთგეიტი, რომლის წლიური ანაზღაურება 5,8 მლნ ევროა. მას მოსდევს გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი 4,8 მლნ ევროთი, ხოლო ტოპ-3-ს ხურავს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინეზი 4 მლნ ევროთი.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის წლიურ ანაზღაურებას, ის 200 000 ევროს შეადგენს.

სანიოლის კოლეგების წლიური ანაზღაურება, რომელთა ნაკრებები საქართველოს დაუპირისპირდებიან, ასეთია:

  • რობერტო მარტინეზი (პორტუგალია) - 4 მლნ ევრო
  • ვიჩენცო მონტელასი (თურქეთი) - 1,8 მლნ ევრო
  • ივან ჰასეკი (ჩეხეთი) - 250 000 ევრო.

შეგახსენებთ, რომ „ევრო 2024“ გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.

რაც შეეხება საქართველოს, ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს და F ჯგუფში მეტოქეებად თურქეთი (18 ივნისს, დორტმუნდში), ჩეხეთი (22 ივნისს, ჰამბურგში) და პორტუგალია (26 ივნისს, გელზენკირხენში) ეყოლება.

ეკა დარჩიაშვილი