ბელგიაში ველოსიპედების მონაცემთა ბაზა შეიქმნა

ბელგიაში ველოსიპედების მონაცემთა ეროვნული ბაზა შეიქმა, რომლის მიზანიც ქურდობის თავიდან აცილება და მეორადი ველოსიპედის მყიდველთა დაცვაა.

მფლობელს შეუძლია, მონაცემთა ბაზას თავისი ველოსიპედი ნებაყოფლობით დაამატოს. რეგისტრირებულ ველოსიპედს QR-კოდის მქონე სტიკერი დაეკრობა. მისი მოშორება შეუძლებელია, მზის ქვეშ არ ხუნდება და არც წვიმით ჩამოირეცხება.

QR-კოდი ინფორმაციას მფლობელის შესახებ შეიცავს, ხოლო ქურდობის შემთხვევაში კოდი მიუთითებს, რომ ველოსიპედი იძებნება.

ველოსიპედების QR-კოდებს პოლიცია ქუჩაში შემთხვევითი შერჩევით დაასკანირებს, რომ შეამოწმოს, მოპარულია თუ არა ის.

კოდის დასკანერება მეორადი ველოსიპედის პოტენციურ მყიდველსაც შეუძლია, რომ გაარკვიოს, განაცხადა თუ არა წინა მფლობელმა ველოსიპედის ქურდობის შესახებ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ